„დიდწილად, დასავლეთმა ჩაშალა მოლაპარაკება“ – ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით
“პუტინთან საუბრის შემდეგ მე გავფრინდი გერმანიაში, რადგან გერმანია და საფრანგეთი არიან მთავარი ფიგურები ევროპაში. იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი. მე გავაკეთე The post „დიდწილად, დასავლეთმა ჩაშალა მოლაპარაკება“ – ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით appeared first on POSTV.

“პუტინთან საუბრის შემდეგ მე გავფრინდი გერმანიაში, რადგან გერმანია და საფრანგეთი არიან მთავარი ფიგურები ევროპაში. იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი. მე გავაკეთე ჩანაწერი განხორციელებული და გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, ასევე, რა უთანხმოება წარმოიშვა მოლაპარაკების დროს და რა იყო საჭირო ყველასგან“, – ჰყვება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი „ტვიტერში“ გავრცელებულ ინტერვიუში, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკების მიმდინარეობას იხსენებს.
როგორც ბენეტი ინტერვიუში ამბობს, ბერლინში ჩასვლის შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენეს საფრანგეთის პრეზიდენტი და ამერიკული მხარე, რომელსაც, ძირითადად, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ზოგჯერ კი – პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წარმოადგენდნენ.
„ყველა ლიდერს აქვს საკუთარი მიდგომა. შეგვიძლია, დავყოთ ლიდერები შემდეგნაირად: ისინი, ვინც მიჰყვებიან ხაზს – „ჩვენ უნდა ვეომოთ პუტინს“ და ისინი, ვინც ამბობენ: „ყველა ომში არიან წაგებულები“. ბორის ჯონსონი მხარს უჭერდა უფრო რადიკალურ ზომებს. მოდით, ვთქვათ, რომ მაკრონი და შოლცი უფრო პრაგმატულები არიან, ხოლო ბაიდენი მხარს უჭერდა ორივე მიდგომას. მაგრამ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა, გაგრძელდეს პუტინის განადგურება და არა მოლაპარაკება,“ – იხსენებს ნაფტალი ბენეტი.
როგორც ისრაელის ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ყველა მისი ქმედება, უმცირეს დეტალებამდეც კი, შეთანხმებული იყო აშშ-თან, გერმანიასთან და საფრანგეთთან.
წამყვანის კითხვაზე, – ამ ქვეყნებმა ჩაშალეს თუ არა მოლაპარაკებები, ნაფტალი ბენეტი პასუხობს: „დიდწილად, კი.“
„მე დარწმუნებული ვარ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა, თუ მცდელობას არ შეწყვეტდნენ“, – აღნიშნავს ნაფტალი ბენეტი.
The post „დიდწილად, დასავლეთმა ჩაშალა მოლაპარაკება“ – ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით appeared first on POSTV.
შენი რეაქცია






