“აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი… არცერთი წვეთი სინანული, ადამიანი არ იცვლება” – ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177,44 აშშ დოლარი The post “აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი… არცერთი წვეთი სინანული, ადამიანი არ იცვლება” – ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილზე appeared first on POSTV.

თებერვალი 10, 2023 - 13:25
 0  0
“აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი… არცერთი წვეთი სინანული, ადამიანი არ იცვლება” – ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177,44 აშშ დოლარი გადაუხადა.

“აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი. დაახლოებით იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის. არცერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება”, – წერს სოციალურ ქსელში ქარუმიძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177,44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.   

The post “აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი… არცერთი წვეთი სინანული, ადამიანი არ იცვლება” – ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილზე appeared first on POSTV.

შენი რეაქცია

like

dislike

love

funny

angry

sad

wow