ინგლისის ეკლესია ღმერთთან მიმართებით გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებას განიხილავს
მას შემდეგ, რაც მღვდლებმა გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების უფლება მოითხოვეს, ინგლისის ეკლესია განიხილავს, შეწყვიტოს თუ არა ღვთის „He-დ“ მოხსენიება. სტატიას გამოცემა „The Guardian-ი“ ავრცელებს. ლიჩფილდის The post ინგლისის ეკლესია ღმერთთან მიმართებით გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებას განიხილავს appeared first on POSTV.

მას შემდეგ, რაც მღვდლებმა გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენების უფლება მოითხოვეს, ინგლისის ეკლესია განიხილავს, შეწყვიტოს თუ არა ღვთის „He-დ“ მოხსენიება. სტატიას გამოცემა „The Guardian-ი“ ავრცელებს.
ლიჩფილდის ეპისკოპოსმა და ამ საკითხზე პასუხისმგებელი საეკლესიო კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ, მეუფე მაიკლ იპგრეივმა თქვა, რომ ეკლესია „რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა გენდერული ენის გამოყენებას ღმერთთან მიმართებით“.
”ამ საკითხზე ორ კომისიას შორის გარკვეული დიალოგის შემდეგ, გაზაფხულზე დაიწყება ახალი ერთობლივი პროექტი გენდერული ენის შესახებ”, – თქვა მან.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა ჩაანაცვლებს ტერმინ „მამაო ჩვენოს“ უფლის ლოცვაში.
კონსერვატორი კრიტიკოსები ამბობენ: „ის ფაქტი, რომ ღმერთს „მამა“ ჰქვია, არ შეიძლება შეიცვალოს „დედად“ და არც გენდერულად ნეიტრალურ „მშობლად“.
ინგლისის ეკლესიის სპიკერმა თქვა: ”აქ ახალი არაფერია. ქრისტიანები უძველესი დროიდან ხვდებოდნენ, რომ ღმერთი არც კაცია და არც ქალი, მაგრამ ღვთისადმი მიმართვისა და აღწერის გზები, რომლებიც გვხვდება წმინდა წერილებში, ყოველთვის არ იყო ასახული ჩვენს თაყვანისცემაში”.
The post ინგლისის ეკლესია ღმერთთან მიმართებით გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებას განიხილავს appeared first on POSTV.
შენი რეაქცია






