“ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ – თურმე ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს” – რობერტ სტურუა
რეჟისორი რობერტ სტურუა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის – სვიმონ ჯანგულაშვილის წერილს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით პასუხობს. “სწრაფი პასუხი სვიმონ ჯანგულაშვილს (თუ მაცლის ბოროტებით დანაყრებული ბრბო, მერე კიდევ მოგწერ!) The post “ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ – თურმე ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს” – რობერტ სტურუა appeared first on POSTV.

რეჟისორი რობერტ სტურუა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის – სვიმონ ჯანგულაშვილის წერილს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით პასუხობს.
“სწრაფი პასუხი სვიმონ ჯანგულაშვილს (თუ მაცლის ბოროტებით დანაყრებული ბრბო, მერე კიდევ მოგწერ!)
ძვირფასო სვიმონ, მთელი ცხოვრება სიკეთეს ვადიდებდი, მაგრამ ბოროტების ფესვებსაც ვხსნიდი – როგორც შემეძლო! ბრძენი ფილოსოფოსნი მიმტკიცებდნენ, რომ ადამიანი გახრწნილი მხეცია, თავისუფლების და სიყვარულის მტერი! რომ ძალადობა, “კაც კვლა”, სიცრუე და და სხვისი დამონება მათი სანუკვარი ოცნებაა!
ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ –
თურმე ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს. საქართველოში, მაგალითად, ნაც-პუტინისტები იბრძვიან პატიოსნების და სიკეთის ჩასაქოლად! მაგრამ ხომ “ყველა სიკეთე, რაც არსებოს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას,
ვინც ს ი კ ე თ ე ს, ს ი კ ე თ ე ს თესავს!” მაგრამ, სამწუხაროდ, თუ გადახედავთ ისტორიას, ქართველებს, ვინც ცდილობდა, სიკეთეს რომ გაემარჯვა – პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მოაზროვნეებს – ყველას ნაც-პუტინისტებმა მოუღეს ბოლო! უნიჭო, არაფრის შემქმნელმა არარაობებმა!” – წერს რეჟისორი.
The post “ახლა, როცა მსოფლიო ასე აირია, გასაგები გახდა, რომ პუტინიზმი მხოლოდ რუსების მიერ გავრცელებული ეპიდემია არ გახლავთ – თურმე ყველა ერში პუტინის აქოთებული ჭაობი თუხთუხებს” – რობერტ სტურუა appeared first on POSTV.
შენი რეაქცია






